Wednesday, October 21, 2009

საახალწლო ტრადიციები ფშავ-ხევსურეთში

ძველი ვსურული ჩვეულებით მეკვლეეები ახალწლის ღამეს ხატში თრად ათენებდნენ. გათენებულზე კი სამეკვლო ოჯახებში წასასვლელად ემზადებოდნენ. ვახშამად ჰქონდათინკალი ან კეცეული. საახალწ იმდენ პურს აცხობდნენ, რამდენი წევრიც იყო ოჯახში. დიასახლისი მიცვალებულისათვისდასდებდა ახელს“, იტყოდა შენდობას, დადგამდა ტაბლას, დაჭრიდა კეცეულებს, ჯამებით ჩადგამდა ერბოს, ტაბლას მთელი ოჯახი შემოუსხდებოდა და იწყებოდ ლხინი. ფშავში ახალ წელს ახალი სამოსით ეგებებოდნენ, ოჯახის დასუფთავებას ადრიანადწყებდნენ, რომ უსუფთაობა არ დაკვებებოდათ. წინა დღეს აცხობდნენბედისკვერას“. ამზადებდნენ ქადებს, თაფლს, ერბოში არეულს, თხილს, აკალსა და სხვა ხილეულს, ხინკალსა და მწვადებს. მეკვლედ ირჩევდნენ კეთილ და ხალხისათვის სასარგებლოადამიანს. დახვდებოდნენ კარების ზღურბლთა და მისცემდნენ ხელშიბედისკვერას“, რომელსაც მეკვლ სახლში სამჯერ შეაგორებდა. თუ პირქვე დაეცემოდა, კარგის ნიშნად მიიჩნევდნენ, ხოლო თუ გულაღმა - ავის ნიშნად. ამის შემდეგ მეკვლე სახლში შედიოდა ილოცებოდა შემდეგი სიტყვებით: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი - კვალი ანგელოზისა, ეგეწიოთ ჩვენი ანგელოზები, გიცავდეთ და გფარავდე, დაესწარით მრავალ ახალწელს მშვიდობით და სიხარულით“. ამოიღებდა ჯიბიდან შაქრის ნატეხს ან ვაშლის ნაჭრებს და ოჯახის წევრებს ჩამოურიგებდა, თან ეტყოდა: „ასე ტკვილად დამიბერდით“. მეკვლის მისვლამდე ერთმანეთთან არავინ მიდიოდა. შემდეგ მიიწვევდნენ ხევის ბერს ან მის თანაშემწეს და დაკლავდნენსამღთოს“ (ცხვარს ან ხარს). მიიწვევდნენ მეზობლებსაც, მოხარშავდნენ ხინკალს, ხორცს და შეწვავდნენ მწვადებს. ხევსურები ახალ წელს "წელწადს" უწოდებენ და მას დიდი სამზადისით ეგებებიან. ოჯახებში საახალწლო არაყს ხდიან, ხატში დასტურები ლუდს ხარშავენ. დიასახლისი საახალწლო კვერებს აცხობს. ყველაზე დიდი სამეკვლეო კვერია, რომელზედაც გამოსახულია ჯვარი, კაცი, სახნისი, ხარი, ძროხა, ცხენი, ქერის თავთავი და სხვა. სამეკვლეო კვერს გამოცხობის დროს უცქერიან და, რომელი გამოსახულებაც აიწევს, იმ წელიწადს ის იქნება მრავალი და დოვლათიანი. შემდეგ დიასახლისი ოჯახის ყველა წევრისათვის აცხობს ბედისკვერებს: თითოეულს თავისი ნიშანი აზის და გამოცხობის დროს, ვისიც აფუვდება, ისბედიანი და ყისმათიანი იქნებაო. ახალ წელიწადს მამაკაცები ხატში იკრიბებიან და აქ ხატის დარბაზში დროს სმასა და მოლხენაში ატარებენ. მამლის ირველი ყივილისას დიასახლისი დგება, ჯალაბს ნაყრად (საგზლად) ხმიადს გამოუცხობს, ხონჩაზე დადებს და ას კერის პირზე მიდგამს, გარშემო თაფლ-ერბოიან ჯამებს შემოუმწკრივებს. ოჯახიდან ერთი წყალზე წავა, თან "ნაყრს" - ყველს და პურს წაიღებს. იქ წყალში ჩააგდებს და სამჯერ იტყვის: "წყალო, ნაყრი მოგიტანე, ბედი გამომაყოლეო." ამ წყალსაც დიასახლისი სუფრასთან მიდგამს, სუფრას სახელს შესდებს და დაილოცება. ამის შემდეგ ოჯახის წევრებს თაფლს და ხილს შეაჭმევს, "დააბერებს" დაერთმანეთს ეტყვიან: "ეგრემც ტკბილად დამიბერდიო". გადმოიღებენ ხმიადებს, წვნიან ჯამებს და საუზმობენ. ოჯახი უცდის წინა ღამეს ხატში წასული ღამისმთევლების გამობრუნებას, მეკვლეს შემოსვლას და ოჯახიდან არავინ გადის. დიასახლისი ქვაბსჩამოჰკიდებს და ხინკლის კეთებას შეუდგებიან.

No comments:

Post a Comment