
ქორწილს საღამოს იხდიან და აუცილებლად საპატარძლოს სახლში, სადაც იგი დანიშნულ დროს საქმროს ნათესავებისა და მეგობრების თანხლებით მიდის. ამ დ
როისთვის უკვე მორთულია პატარა ტაძარი. სასიძო ქვაზე დგას და ელოდება, როდის გამოაბრძანებენ ხის სავარძლით საპატარძლოს, რომელსაც საქორწილო წითელი სარი აცვია და ასევე საგანგებოდ არის მორთული. საპატარძლოს შვიდჯერ შემოატარებენ საქმროს გარშემო. ახალგაზრდები დებენ ფიცს და მათ ხელებს ყვავილის გირლანდებით აერთებენ. საქმრო ამ დროს შუბლზე წითელ საღებავს ისვამს, ხოლო საცოლეს იმავე საღებავს შუაზე გაყოფილი თმის შუაგულში აცხებს. ამის შემდეგ ისინი უკვე ცოლ-ქმრად ცხადდებიან.

ტაძრის შუაგულში კოცონი ანთია. ნეფე-პატარძალს მის ახლოს სვამენ. შემდეგ დგებიან და ხელიხელჩაკიდებულები კოცონს წრეს შვიდჯერ არტყამე
ნ. პატარძლის სარის ცალი ბოლო ნეფის ქამარზეა მიმაგრებული, რაც მათ ურღვევ კავშირს ნიშნავს.ქორწილში საპატარძლოს წითელი სამაჯურები უკეთია. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალი თხოვდება.

ყველა იკრიბება შენობაში, სადაც იმართება საქორწინო ლხინი სიმღერებისა და ცეკვების თანხლებით. შეძლებული ინდური ოჯახები ყოველთვის დიდ და მრავალრიცხოვან ქორწილებს იხდიან, სტუმართა რაოდენობა დაახლოებით 700-800 კაცს აღწევს. პატარძლის მშობლები ვალდებულნი არიან, სტუმრებს ღამის გასათევი გამოუყონ.ინდურ ქორწილში უხვად არის საიუველირო ნაკეთობ
ა. ყოველ მათგანს სიმბოლური დატვირთვა აქვს. მაგალითად, სამაჯურის მიცემა ინდოეთის ბევრ რაიონში ნათესაური კავშირის დამყარებას ნიშნავს. ინდური ოჯახი მრავალრიცხოვანია. ტრადიციის თანახმად, პატარძალი უსიტყვოდ ემორჩილება დედამთილს, მაგრამ თუ ამასთანავე ის უმცროსი ვაჟიშვილის ცოლია, მასზე უფროსი რძლების გავლენაც ვრცელდება.ქორწილი ახალგაზრდების ცხოვრების ულამაზეს, დაუვიწყარ მოვლენად რჩება.
