Saturday, December 5, 2009

უცხოელი სტუდენტები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში

სტუდენტური გაცვლითი პროგრამები მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ზოგიერთ პროგრამაში კი საქართველოც მონაწილეობს. როგორც წესი, ჩვენთან სტუდენტური გაცვლების ინიციატორები განათლების სამინისტრო, სხვადასხვა ქვეყნების საელჩოები, ან უმაღლესი სასწავლებლები არიან. საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში უცხოელი სტუდენტების რიცხვი იზრდება. ამჟამად საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში უცხოეთის ქვეყნების 1608 მოქალაქე სწავლობს. ამის შესახებ 28 ივნისს საკომიტეტო მოსმენაზე საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ ნოდარ გრიგალაშვილმა განაცხადა. გასულ წელს ჩვენთან 280 უცხოელი სტუდენტი ცხოვრობდა, ხოლო მიმდინარე წელს მათი რიცხვი ორი ათასს მიუახლოვდა.ეს ადამიანები თავიანთ გადაწყვეტილებას ძირითარად საქართველოში სწავლის დაბალი ღირებულებით ხსნიან. ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აზიის ნაკლებად განვითარებული ქვეყნების გარდა საქართველოში სასწავლებლად თურმე ევროპელი სტუდენტებიც კი ჩამოდიან.

No comments:

Post a Comment