Tuesday, December 8, 2009

ერთი საინტერესო დღე ჩემს ცხოვრებაში

ჩემს ცხოვრებაში არაერთი საინტერესო დღე ყოფილა. თუმცა აქედან ერთს გამოვყოფდი. მართალია იმ დღეს დიდი შიში განვიცადე, მაგრამ ახლა ხალისით ვიხსენებ. საქმე იმაშია, რომ ერთ დღეს ჟურნალისტიკის ლექტორის დავალებით წავედი რეპორტაჟზე - ფსიქიატრიულ კლინიკაში. მიმღებში რომ მივედი, ექთანი რომელსაც გავესაუბრე და ჩემი მისვლის მიზეზი ავუხსენი,უკან შებრუნდა, რათა უფროსს გასაუბრებოდა ჩემს შეშვებაზე. მე გარეთ ვიცდიდი, ამ დროს კარი გაიღო და მიმღებიდან ახალგაზრდა გოგონა გამოვიდა, რომელიც ღიმილით მომესალმა და კიბეები ჩაიარა. როდესაც ექთანი დაბრუნდა და კარი ღია დახვდა მკითხა ვინმე ხომ არ გამოსულაო, როცა იმ გოგონას შესახებ ვუთხარი, ძალიან შეწუხდა და გაიქცა მოსაძებნად. მასთან ერთად კლინიკის სხვა თანამშრომლებიც გამოცვივდნენ და დაიწყეს ძებნა.აღმოჩნდა, რომ ეს გოგონა ფსიქიკურად დაავადებული იყო და იქ მკურნალობდა. ეს რომ გავიგე ძალიან შემეშინდა, რადგან მისი გაპარვა გარკვეულწილად ჩემი ბრალი იყო. როდესაც გოგონა იპოვეს და კიბეებზე ამოჰყავდათ განრისხებული სახით მიყურებდა, რადგან ფიქრობდა, რომ ექთნებს მე შევატყობინე მისი გაპარვის შესახებ. იმ დროს მეგონა, რომ რამეს დამიშავებდა და შეშინებული სახით იქვე კუთხეში ავიტუზე. საბედნიეროდ გოგონა ისე დააბრუნეს, მე არაფერი დამშავებია. მართალია მაშინ ძალიან შევშინდი, მაგრამ ახლა ღიმილით ვიხსენებ ამ ამბავს.

No comments:

Post a Comment