Tuesday, December 22, 2009

ინტერნეტ ტელევიზია და რადიო ქართულ ინტერნეტ სივრცეში.

ინტერნეტ ტელევიზია და რადიო საქართველოში ეხლა დგამს პირველ ნაბიჯებს. პირველი ნაბიჯების მიუხედავად მათმა დამკვიდრებამ ინტერნეტში, ფართო აუდიტორია მოიცვა. აუდიტორიის გაზრდა გამოიწვია მისმა ხელმისაწვდომობამ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის. მართალია ინტერნეტ ტელევიზია და რადიო ისე არ არის განვითარებული ჩვენთან, როგორც ამერიკასა და ევროპის მრავალ ქვეყანაში, მაგრამ მისმა პრაქტიკულობამ და დაბალმა ხარჯებმა განაპირობა მისი პოპულარობა ფართო მასებში.
ინტერნეტის საშუალებით დღეს ყველას შეუძლია ადევნოს თვალი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს პირდაპირ ეთერში ნებისმიერ დროსა და ადგილას. თუ მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებები ინფორმაციას მხოლოდ გარკვეულ რეგიონში ავრცელებენ, ინტერნეტის მეშვეობით ინფორმაცია შეუზღუდავად ვრცელდება მთელს მსოფლიოში
და ნებისმიერი ადამიანისთვის ხდება ხელმისაწვდომი. სწორედ აქედან გამომდინარე შეიქმნა ბევრი ონლაინ ტელევიზია და რადიო.
პირველი ინტერნეტ-ტელევიზია ”კოლხა”
http://www.kolkha.org/ კოლხური კულტურის საერთაშორისო ცენტრის ინიციატივით შეიქმნა და ეთერში 2007 წლის ბოლოს გავიდა.
http://www.gevision.tv/ ეს ინტერნეტ საიტი განეკუთვნება ინტერნეტ ტელევიზიას და მიზნად ისახავს მოგვაწოდოს ყველა სახის ინფორმაცია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყნიდან.
ინტერნეტ ტელევიზიის საიტი
http://www.pirveli.com.ge/ გამოირჩევა როგორც პოლიტიკური, ისე კულტურული და შემეცნებითი ინფორმაციის მრავალფეროვნებით.
რაც შეეხება ონლაინ ტელევიზიის საიტს
http://www.miracle.ge/ აქ შესაძლებელია გავეცნოთ ინფორმაციას, მეცნიერების, განათლების, ჯანმრთელობა - მედიცინის, რელიგიისა და სპორტის შესახებ.
ინტერნე
ტ რადიო საიტი http://www.radio.ge/ გამოირჩევა როგორც ინფორმაციული მრავალფეროვნებით, ისე დახვეწილი დიზაინით. ამ საიტზე შესაძლებელია გავეცნოთ შემეცნებით და გასართობ პროგრამას.
ონლაინ რადიო საიტ
http://www.bat.ge/ - ზე წარმოდგენილია ინფორმაცია ფილმების, მუსიკის, წიგნების, თამაშებისა და სხვა გასართობი პროგრამების შესახებ.
ადამიანთა იმ კატეგორიისთვის, ვისაც ინტერნეტთან ხელი მიუწვდება, ტელევიზიამ და გაზეთებმა უკანა პლანზე გადაიწია, რადგან ინტერნეტში ყველაფერია. ადამიანებს ამ სამყაროში ნებისმიერი სახის ინფორმაციის ნახვა, მისთვის სასურველ დროს სასურველ ფორმატში შეუძლია, იქნება ეს ვიდეო, აუდიო, ფოტო თუ უბრალოდ ტექსტური ვერსია. ინტერნეტი თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.

No comments:

Post a Comment