Tuesday, December 22, 2009

ინტერნეტ ტელევიზია და რადიო ქართულ ინტერნეტ სივრცეში.

ინტერნეტ ტელევიზია და რადიო საქართველოში ეხლა დგამს პირველ ნაბიჯებს. პირველი ნაბიჯების მიუხედავად მათმა დამკვიდრებამ ინტერნეტში, ფართო აუდიტორია მოიცვა. აუდიტორიის გაზრდა გამოიწვია მისმა ხელმისაწვდომობამ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის. მართალია ინტერნეტ ტელევიზია და რადიო ისე არ არის განვითარებული ჩვენთან, როგორც ამერიკასა და ევროპის მრავალ ქვეყანაში, მაგრამ მისმა პრაქტიკულობამ და დაბალმა ხარჯებმა განაპირობა მისი პოპულარობა ფართო მასებში.
ინტერნეტის საშუალებით დღეს ყველას შეუძლია ადევნოს თვალი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს პირდაპირ ეთერში ნებისმიერ დროსა და ადგილას. თუ მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებები ინფორმაციას მხოლოდ გარკვეულ რეგიონში ავრცელებენ, ინტერნეტის მეშვეობით ინფორმაცია შეუზღუდავად ვრცელდება მთელს მსოფლიოში
და ნებისმიერი ადამიანისთვის ხდება ხელმისაწვდომი. სწორედ აქედან გამომდინარე შეიქმნა ბევრი ონლაინ ტელევიზია და რადიო.
პირველი ინტერნეტ-ტელევიზია ”კოლხა”
http://www.kolkha.org/ კოლხური კულტურის საერთაშორისო ცენტრის ინიციატივით შეიქმნა და ეთერში 2007 წლის ბოლოს გავიდა.
http://www.gevision.tv/ ეს ინტერნეტ საიტი განეკუთვნება ინტერნეტ ტელევიზიას და მიზნად ისახავს მოგვაწოდოს ყველა სახის ინფორმაცია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყნიდან.
ინტერნეტ ტელევიზიის საიტი
http://www.pirveli.com.ge/ გამოირჩევა როგორც პოლიტიკური, ისე კულტურული და შემეცნებითი ინფორმაციის მრავალფეროვნებით.
რაც შეეხება ონლაინ ტელევიზიის საიტს
http://www.miracle.ge/ აქ შესაძლებელია გავეცნოთ ინფორმაციას, მეცნიერების, განათლების, ჯანმრთელობა - მედიცინის, რელიგიისა და სპორტის შესახებ.
ინტერნე
ტ რადიო საიტი http://www.radio.ge/ გამოირჩევა როგორც ინფორმაციული მრავალფეროვნებით, ისე დახვეწილი დიზაინით. ამ საიტზე შესაძლებელია გავეცნოთ შემეცნებით და გასართობ პროგრამას.
ონლაინ რადიო საიტ
http://www.bat.ge/ - ზე წარმოდგენილია ინფორმაცია ფილმების, მუსიკის, წიგნების, თამაშებისა და სხვა გასართობი პროგრამების შესახებ.
ადამიანთა იმ კატეგორიისთვის, ვისაც ინტერნეტთან ხელი მიუწვდება, ტელევიზიამ და გაზეთებმა უკანა პლანზე გადაიწია, რადგან ინტერნეტში ყველაფერია. ადამიანებს ამ სამყაროში ნებისმიერი სახის ინფორმაციის ნახვა, მისთვის სასურველ დროს სასურველ ფორმატში შეუძლია, იქნება ეს ვიდეო, აუდიო, ფოტო თუ უბრალოდ ტექსტური ვერსია. ინტერნეტი თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.

Wednesday, December 16, 2009

კულტურული ღონისძიებები 2010 წელთან შესახვედრად


ახალი წელი ახლოვდება და ილუმინაციებით განათებულ თბილისში საახალწლო განწყობა იგრძნობა. საინტერესოა, რა კულტურული ღონისძიებები იგეგმება, სად, როგორ და რა ფასად შეგვიძლია გავატაროთ ახალი წლის საღამო და როგორ შევხვდეთ 2010 წელს.

ახალი 2010 წლის შესახვედრად უამრავი ღონისძიება იგეგმება. 25 და 26 დეკემბერს შარდენზე კონცერტებია დაგეგმილი. 31 დეკემბრის საღამოს კი რუსთაველზე ახალი წლის შესახვედრად გაიმართება გრანდიოზული კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები მიიღებენ. საახალწლო ბაზრობა და პატარ–პატარა ღონისძიებები თბილისის სხვადასხვა უბნებში 7 იანვრამდე გაგრძელდება. თუმცა მანამდე 22, 23 და 24 დეკემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში სერიალ „შუა ქალაქში“–ს მსახიობების მონაწილეობით წარმოდგენილი იქნება იუმორისტული ნომრები დასაწყისი 18:00 სთ–ზე. ასევე იგეგმება ლადო ათანელის საქველმოქმედო კონცერტი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში,რომელიც საქველმოქმედო ხასიათს ატარებს. დასაწყისი 19:00 სთ–ზე.


სასტუმრო ”რედისონი” ახალი წლის ღამეს


სასტუმრო „რედისონი“ ახალ წელს პირველად ხვდება.პირველი ახალი წელი კი განსაკუთრებული და დამახასიათებელი უნდა იყოს „რედისონის“ და მისი ყველა სტუმრისთვის. საახალწლო მიღება აქ 12 სთ–დან დაიწყება. სამ ნაწილიანი საღამოს კულმინაცია ბრაზილიური, ცეცხლოვანი შოუ იქნება. აქ ახალი წლის ღამის გატარება 130 დოლარი ღირს.


საახალწლო პროგრამა კლუბებში


ვისაც სურვილი აქვს ახალი წელი კლუბში გაატაროს, არჩევანის გაკეთება მოუწევს. თბილისი ამ მხრივაც მრავალფეროვანია. კლუბი G.U.R.U. საახალწლოდ სამ დღიან ფესტივალს ატარებს. 31 დეკემბერს G.U.R.U.-ში მარკ ივენის საღამოა. პირველ იანვარს კი იმართება after party. იქნება დაჯილდოებებიც. ეს ყველაფერი G.U.R.U.-ს სტუმრებს 100 ლარი დაუჯდებათ.

ვინც არჩევანს ivent house-ზე გააკეთებს ახალ წელს პალოვ სპელარის მუსიკის თანხლებით გაატარებს. პალოვ სპელარი საქართველოს ხუთკაციანი ბენდით მეორედ ეწვევა, 2006 წლის ბლექსი–ჯაზ ფესტივალის შემდეგ. საახალწლო საღამოზე დასასწრები ბილეთები უკვე გაყიდულია.

კრეატიული კომპანია „მოროშკინა“ და პარტნიორები ახალი წლის ღამეს ყველაზე ხალხმრავალ მეჯლისზე გეპატიჟებიან. შოუ აქ 11 სთ–ზე დაიწყება და დილის 8 სთ–მდე გაგრძელდება. ნაჩვენები იქნება ლამაზი შოუ, მოეწყობა მეჯლისი, იქნება ცოცხალი ორკესტრი, დაიდგმევა ბევრი სკეტჩი და რაც მთავარია იქნება პრიზებიც.


საახალწლო აფიშა კინოთეატრებში


რაც შეეხება კინოთეატრებს გაგაცნობთ საახალლო აფიშას: კინოთეატრი რუსთველი გთავაზობთ შემდეგ კინოებს: „გაღმა ნაპირი“, „ყველაფერი კარგად იქნება“, „ამანათი“, „პლანეტა 51“ და „2012“. კონოთეატრ ამირანში საახალწლოდ შეგეძლებათ იხილოთ „ახალი მთვარე“ და „2012“ ხოლო კინო საქართველოში კი საახალწლოდ იქნება „ჭიანჭველების რისხვა“, „ყველაფერი კარგად იქნება“ „გაღმა ნაპირი“და „2012“. ასავე საახალწლოდ კინოთეატრებში ნაჩვენები იქნება „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს“ მეორე ნაწილი, რომლის გადაღებებიც ჯერ არ დასრულებულა. რეჟსორების თქმით მეორე ნაწილი უფრო სახალისო და საინტერესო იქნება. კინოთეატრებში ჯეოსელის ერთ–ერთი აქციის „ზუმის“ წევრებისთვის შეღავათები საახალწლოდაც გრძელდება, რომელიც არა მარტო სტუდენტებზე, არამედ ჯეოსელის ნებისმიერ აბონენტზე ვრცელდება. თუ ხარ ზუმის წევრი 1=2–ს, ანუ ყოველ სამშაბათს ზუმის წევრებისთვის ერთი ბილეთის ფასად ორი ბილეთის შეძენაა შესაძლებელი.


თეატრებში


საახალწლოდ ნაჩვენები იქნება სპექტაკლები თბილისის სხვადასხვა თეატრებში. თუ გადაწყვიტეთ, რომ ახალი წლის საღამო, რომელიმე თეატრში გაატაროთ, გაგაცნობთ რამდენიმე თეატრის აფიშას: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი საახალწლოდ გთვაზობთ „სიყვარულის ანატომია“–ს დასაწყისი 20:00 სთ–ზე. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრში ნაჩვენები იქნება „სტუმარი“, დასაწყისი 19:45 სთ–ზე. თავისუფალ თეატრში საახალწლოდ შეგეძლებათ უყუროთ „ჯინსების თაობას“ 19:00სთ–ზე, გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი გათავაზობთ სპექტაკლს სახელწოდებით „მწირი“ დასაწყისი 18:00სთ–ზე. ვ. აბაშიძის სახელმწიფო თეატრი გთავაზობთ კომედიას „გაყრა“.ხოლო რაც შეეხება მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრს, მასში საახალწლოდ გადის კონოპრემიარა „კამინო რეალი“ დასაწყისი 19:00სთ–ზე.


კონკრეტულად სტუდენტებისთვის ამ ეტაპზე არც მერიის და კულტურის სამინისტროს პროგრამაში და არც კინოთეატრებში რაიმე მნიშვნელოვანი შეღავათები არ იგეგმება, გარდა ზუმის აქციისა და საახალწლო ფასდაკლებებისა ტანსაცმლის, საყოფასცხოვრებო ტექნიკისა და აქსესუარების მაღაზიათა სხვადასხვა ქსელში, რაც არამარტო სტუდენტებზე, არამედ ყველა მომხმარებელზე ვრცელდება. ასე რომ, არჩევანი თქვენზეა, სად და როგორ შეხვდებით თეთრი ვეფხვის წელიწადს, ჩვენ კი წინასწარ გილოცავთ დამდეგ შობა - ახალ წელს.

Tuesday, December 8, 2009

ერთი საინტერესო დღე ჩემს ცხოვრებაში

ჩემს ცხოვრებაში არაერთი საინტერესო დღე ყოფილა. თუმცა აქედან ერთს გამოვყოფდი. მართალია იმ დღეს დიდი შიში განვიცადე, მაგრამ ახლა ხალისით ვიხსენებ. საქმე იმაშია, რომ ერთ დღეს ჟურნალისტიკის ლექტორის დავალებით წავედი რეპორტაჟზე - ფსიქიატრიულ კლინიკაში. მიმღებში რომ მივედი, ექთანი რომელსაც გავესაუბრე და ჩემი მისვლის მიზეზი ავუხსენი,უკან შებრუნდა, რათა უფროსს გასაუბრებოდა ჩემს შეშვებაზე. მე გარეთ ვიცდიდი, ამ დროს კარი გაიღო და მიმღებიდან ახალგაზრდა გოგონა გამოვიდა, რომელიც ღიმილით მომესალმა და კიბეები ჩაიარა. როდესაც ექთანი დაბრუნდა და კარი ღია დახვდა მკითხა ვინმე ხომ არ გამოსულაო, როცა იმ გოგონას შესახებ ვუთხარი, ძალიან შეწუხდა და გაიქცა მოსაძებნად. მასთან ერთად კლინიკის სხვა თანამშრომლებიც გამოცვივდნენ და დაიწყეს ძებნა.აღმოჩნდა, რომ ეს გოგონა ფსიქიკურად დაავადებული იყო და იქ მკურნალობდა. ეს რომ გავიგე ძალიან შემეშინდა, რადგან მისი გაპარვა გარკვეულწილად ჩემი ბრალი იყო. როდესაც გოგონა იპოვეს და კიბეებზე ამოჰყავდათ განრისხებული სახით მიყურებდა, რადგან ფიქრობდა, რომ ექთნებს მე შევატყობინე მისი გაპარვის შესახებ. იმ დროს მეგონა, რომ რამეს დამიშავებდა და შეშინებული სახით იქვე კუთხეში ავიტუზე. საბედნიეროდ გოგონა ისე დააბრუნეს, მე არაფერი დამშავებია. მართალია მაშინ ძალიან შევშინდი, მაგრამ ახლა ღიმილით ვიხსენებ ამ ამბავს.

Saturday, December 5, 2009

უცხოელი სტუდენტები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში

სტუდენტური გაცვლითი პროგრამები მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ზოგიერთ პროგრამაში კი საქართველოც მონაწილეობს. როგორც წესი, ჩვენთან სტუდენტური გაცვლების ინიციატორები განათლების სამინისტრო, სხვადასხვა ქვეყნების საელჩოები, ან უმაღლესი სასწავლებლები არიან. საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში უცხოელი სტუდენტების რიცხვი იზრდება. ამჟამად საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში უცხოეთის ქვეყნების 1608 მოქალაქე სწავლობს. ამის შესახებ 28 ივნისს საკომიტეტო მოსმენაზე საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ ნოდარ გრიგალაშვილმა განაცხადა. გასულ წელს ჩვენთან 280 უცხოელი სტუდენტი ცხოვრობდა, ხოლო მიმდინარე წელს მათი რიცხვი ორი ათასს მიუახლოვდა.ეს ადამიანები თავიანთ გადაწყვეტილებას ძირითარად საქართველოში სწავლის დაბალი ღირებულებით ხსნიან. ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აზიის ნაკლებად განვითარებული ქვეყნების გარდა საქართველოში სასწავლებლად თურმე ევროპელი სტუდენტებიც კი ჩამოდიან.

Wednesday, December 2, 2009

ტელე ”იმედი”

განვიხილე და დავამუშავე სამაუწყებლო კომპანია ”იმედის” ინტერნეტ-საიტი - WWW.IMEDI.GE. აღმოჩნდა, რომ ტელე-ეთერში გასული ინფორმაციების გარდა, საიტი გვაწვდის სხვა ინფორმაციებსაც. ასე მაგალითად: საიტის მთავარ გვერდზე სულ 56 ნიუსია წარმოდგენილი, რომელიც 2 დეკემბრით თარიღდება. აქედან ექვსი ტელე ეთერში არ გასულა და მისი გაგება საიტის საშუალებითაა შესაძლებელი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ტელე-ეთრში გასული ინფორმაცია აქ უფრო ვრცლად და დაწვრილებით არის გადმოცემული. საიტი იმითიც გამოირჩევა, რომ მას აქვს სერვისი რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია გასული დღეებისა და კვირების ინფორმაციას გაეცნოს.

Wednesday, November 25, 2009

საქორწინო ტრადიციები ინდოეთში

ინდოეთში ქორწილის დღეს, ცერემონიის დაწყებამდე, ნეფე-პატარძალს ჭამა ეკრძალება. სასიძოს სახლში საპატარძლო საქორწილო ცეკვებსა და სიმღერებს ასრულებს, რის შემდეგაც ტარდება მნიშვნელოვანი რიტუალი - ყვითელი ფერის თაყვანისცემა. ამ რიტუალის მონაწილეები შუბლს თეთრად იღებავენ, შემდეგ კი ერთმანეთს ყვითელ ფხვნილს აყრიან. ცერემონიის შემდეგ სასიძოს მამა ხმამაღლა წარმოთქვამს ამ ოჯახის გარდაცვლილთა სახელებს, რითაც თითქოს მათ სულებს ქორწილის მოწმეებად იწვევს. შემდეგ ყველა საპატარძლოს სახლისკენ მიემართება, სადაც რიტუალი მეორდება.
ქორწილს საღამოს იხდიან და აუცილებლად საპატარძლოს სახლში, სადაც იგი დანიშნულ დროს საქმროს ნათესავებისა და მეგობრების თანხლებით მიდის. ამ დროისთვის უკვე მორთულია პატარა ტაძარი. სასიძო ქვაზე დგას და ელოდება, როდის გამოაბრძანებენ ხის სავარძლით საპატარძლოს, რომელსაც საქორწილო წითელი სარი აცვია და ასევე საგანგებოდ არის მორთული. საპატარძლოს შვიდჯერ შემოატარებენ საქმროს გარშემო. ახალგაზრდები დებენ ფიცს და მათ ხელებს ყვავილის გირლანდებით აერთებენ. საქმრო ამ დროს შუბლზე წითელ საღებავს ისვამს, ხოლო საცოლეს იმავე საღებავს შუაზე გაყოფილი თმის შუაგულში აცხებს. ამის შემდეგ ისინი უკვე ცოლ-ქმრად ცხადდებიან.
ტაძრის შუაგულში კოცონი ანთია. ნეფე-პატარძალს მის ახლოს სვამენ. შემდეგ დგებიან და ხელიხელჩაკიდებულები კოცონს წრეს შვიდჯერ არტყამენ. პატარძლის სარის ცალი ბოლო ნეფის ქამარზეა მიმაგრებული, რაც მათ ურღვევ კავშირს ნიშნავს.ქორწილში საპატარძლოს წითელი სამაჯურები უკეთია. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალი თხოვდება.
ყველა იკრიბება შენობაში, სადაც იმართება საქორწინო ლხინი სიმღერებისა და ცეკვების თანხლებით. შეძლებული ინდური ოჯახები ყოველთვის დიდ და მრავალრიცხოვან ქორწილებს იხდიან, სტუმართა რაოდენობა დაახლოებით 700-800 კაცს აღწევს. პატარძლის მშობლები ვალდებულნი არიან, სტუმრებს ღამის გასათევი გამოუყონ.ინდურ ქორწილში უხვად არის საიუველირო ნაკეთობა. ყოველ მათგანს სიმბოლური დატვირთვა აქვს. მაგალითად, სამაჯურის მიცემა ინდოეთის ბევრ რაიონში ნათესაური კავშირის დამყარებას ნიშნავს. ინდური ოჯახი მრავალრიცხოვანია. ტრადიციის თანახმად, პატარძალი უსიტყვოდ ემორჩილება დედამთილს, მაგრამ თუ ამასთანავე ის უმცროსი ვაჟიშვილის ცოლია, მასზე უფროსი რძლების გავლენაც ვრცელდება.ქორწილი ახალგაზრდების ცხოვრების ულამაზეს, დაუვიწყარ მოვლენად რჩება.

Tuesday, November 24, 2009

ჩემი ოცნების ქალაქი

იტალია ჩემი საყვარელი ქვეყანაა,შესაბამისად ჩემს საოცნებო ქალაქებს შორის განსაკუთრებული ადგილი მის დედაქალაქს - რომს უკავია. დიდად ვარ დაინტერესებული ამ ქვეყნის კულტურით, ტრადიციებით და იქ მცხოვრები ხალხის ცხოვრების წესით.
რომი (იტალ. და ლათ.: Roma) – იტალიისა და მისი ლაციოს რეგიონის დედაქალაქი; განლაგებულია ტიბრისა და ანიენისხმელთაშუა ზღვასთან, 41° 54′ N, 12° 29′ E კოორდინატებზე. ქალაქი ვატიკანი, სუვერენული ანკლავი რომში, რომაული კათოლიკური ეკლესიისა და რომის პაპის საბრძანებელს წარმოადგენს. მდინარეების გარშემო,

რომი იტალიის უდიდესი ქალაქია და ამავე სახელწოდების ”კომუნა” აგლომერაციაევროპაში 120 კმ² ფართობით (ადვილად დაიტევდა დანარჩენ ცხრა უმსხვილეს იტალიურ ქალაქს: მილანს, ნეაპოლს, ტურინს, პალერმო, გენუას, ბოლონიას, ფლორენციის, ბარისა და კატალინას, და ასევე ოთხ უმსხვილეს ევროპულ ქალაქს, როგორიცაა პარიზი, ბერლინი, სტოკჰოლმი და ბრიუსელი). ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 2.546.807 (2004), აგლომერაციისა -- დაახ. 4 მილიონი. რომის ახლანდელი მერია ჯოვანი ალემანო (2008). ერთ-ერთი უმსხვილესია

რომის ეშ შეადგენს 75 მილიარდ ევროს (ახალ ზელანდიაზე მეტი და იმდენივე რაც სინგაპურის - თუმცა სამივეს დაახლოებით თანაბარი მოსახლეობა ჰყავს). 2001 წელს რომის მუნიციპალიტეტმა გამოიმუშავა იტალიის მთლიანი ეშპ-ს 6.5%, რაც ყველაზე მაღალია იტალიის ქალაქთა შორის.